ატენში გადაუღებელი წვიმის შედეგად კლდე ჩამოიშალა

უამინდობამ და გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ გორის რაიონის სოფელ ატენში, კლდის ჩამოშლა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.

მიწა და კლდის ნაშალი გორი-ბოშური-ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოვიდა.

ამ წუთებში იქ გზის გასაწმენდად მძიმე ტექნიკას ელოდებიან.

ადგილზე მუშაობს რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც.