თბილისში კორონავირუსის 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. ქვეყანაში ჩატარებულ ტესტებსა და გამოვლენილ შემთხვევებს შორის დადებითობის მაჩვენებელი 5,76 პროცენტია.

ასევე ნახეთ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1788 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 963,
  • აჭარა - 127,
  • იმერეთი - 178,
  • ქვემო ქართლი - 78,
  • შიდა ქართლი - 72,
  • გურია - 58,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 131,
  • კახეთი - 79,
  • მცხეთა-მთიანეთი - 73,
  • სამცხე-ჯავახეთი - 16,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 324 256 შემთხვევა. მათგან 303 679 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.