ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 11 თეთრით გამყარდა 

საქართველოს ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ათი დღის განმავლობაში 11 თეთრით გამყარდა.

22 მაისს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 3.30 ლარი;
  • 1 ევრო - 4.04 ლარი;
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.70 ლარი;
  • 100 რუსული რუბლი - 4.50 ლარი;
  • 1 თურქული ლირა - 0.39 ლარი;
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.20 ლარი.

21 მაისს Bloomberg-ზე ლარის ასეთი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.3056 ლარი.