გორში კორონავირუსით სამი პედაგოგი დაინფიცირდა

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - პატარა მეჯვრისხევის და კარალეთის სკოლებში, ასევე, გორის მე-12 საჯარო სკოლაში.

გორის რესურსცენტრის დირექტორის ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, პედაგოგების ინფიცირების გამო, პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. „მე-12 სკოლის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მხოლოდ ინფიცირებული პედაგოგი გადავიდა იზოლაციაში. არ ჰქონია ახლო კონტაქტი კოლეგებთან და მოსწავლეებთან, ასევე, ატარებდა პირბადეს", - განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა