ტოკიოს ოლიმპიადის გახსნამდე ორი თვით ადრე, აშშ-მა თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, იაპონიაში არ იმოგზაურონ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, იაპონიაში მოგზაურობის რისკი ძალიან მაღალ, მეოთხე დონემდეა გაზრდილი.
#Japan Travel Advisory: Level 4 - Do not travel due to COVID-19-related restrictions. The CDC issued a Level 4 Travel Health Notice, indicating a very high level of COVID-19 in Japan. There are restrictions in place affecting U.S. citizen entry into Japan. https://t.co/Soq2SIfeMJ pic.twitter.com/UTQAQqQC5O
— Travel - State Dept (@TravelGov) May 24, 2021
მაისის დასაწყისიდან იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 7000-მდე მერყეობს. გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევებიც. მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა.
იაპონიაში ბევრი შიშობს, რომ ზაფხულის ოლიმპიადა ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ათასობით მოქალაქემ ხელისუფლებას მიმართა პეტიციით, უარი თქვას ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე. ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა გაიხსნას.
ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.