გორში დაკარგული 14 წლის მოზარდი იპოვეს

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება 14 წლის გოგო, რომელიც 31 მაისიდან გაუჩინარებული იყო. ის ცოტა ხნის წინ იპოვეს.

გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ტინისხიდის თემში დავით ავაზნელმა. მოზარდი ბოლოს ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს. მას გორის პოლიცია ეძებდა.