ბათუმში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა 25 წლამდე ქალი

ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს 25 წლამდე ქალი, რომელიც ბათუმში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საავადმყოფოში გადაყვანის დროს პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

განახლება

შსს-მ ფატზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.