დანიელი ფეხბურთლის, კრისტიან ერიკსენის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან

ერიკსენი კოპენჰაგენის სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს.

ევროპის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.

დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა შეხვედრის 42-ე წუთზე, აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში გონება დაკარგა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები აქამდე იბრძვიან.

ერიკსენი კოპენჰაგენის სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს.

თამაში კი ჯერჯერობით გაურკვეველი დროით შეწყდა.