შაორის წყალსაცავში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შაორის წყალსაცავში ადამიანის ცხედარი იპოვეს.

„რუსთავი 2"-ის ცნობით, 14 წლის მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა.

ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.