სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კლინიკაში გადაიყვანეს სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში.