მოსკოვში ფოიერვერკების საწყობს ხანძარი გაუჩნდა

19 ივნისს მოსკოვში მეხანძრეები ფოიერვერკების საწყობში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ. ფოიერვერკების აფეთქებების ხმა არემარეს აყრუებდა, ცაში კვამლის დიდი სვეტი აიჭრა. ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენების გამოყენება გახდა საჭირო. ხანძარი საწყობის ერთსართულიან შენობაში გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მეზობელ შენობაზეც გადავიდა. მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან.

Your browser doesn’t support HTML5

აფეთქებები მოსკოვის ფოიერვერკების საწყობში