შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ურეკში სასტუმრო „4 ვილა"-ში გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
პრესცენტრს ინფორმაციით, „არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება".
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს [„4 ვილა"] მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.