ჩრდილოეთ მაკედონიამ 500,000 დოზა "სინოვაკის" ვაქცინა მიიღო

27 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის 500 000 დოზა მიიღო, რაც საშუალებას მისცემს ბალკანეთის ამ ქვეყანას, კიდევ უფრო გააფართოოს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამა.

ჯანდაცვის მინისტრ ვენკო ფილიპცის თქმით, უახლოეს კვირაში ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო დაჩქარდება.

„სინოვაკის“ ვაქცინის 500 000 დოზა სკოპიეს მთავარ აეროპორტში ორი თვითმფრინავით ჩაიტანეს.
ერთ დღით ადრე კი, „კოვაქსის“ გლობალური პროგრამის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიამ „ფაიზერის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო.

ბალკანეთის პატარა ქვეყანაში მაისიდან დაიწყო საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი, რაც თავდაპირველად „სინოფარმის“ 200 000 დოზა ვაქცინისა და ამაზე უფრო მცირე რაოდენობის „ფაიზერ“/„ბიონტექის“ ვაქცინის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი.