საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი

ჯეიმს აპატურაი

დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. ის თბილისს წუხელ ეწვია.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი სამ დღეს გასტანს.