რუსეთში მკვდარი იპოვეს ქალაქ კოლომნის მერი

კოლომნის მერი დენის ლებედევი

46 წლის დენის ლებედევი, მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნის მერი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მკვდარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ლებედევმა თავი მოიკლა, მაგრამ ტელეგრამის არხი Life ამტკიცებს, რომ ლებედევი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, "საყოფაცხოვრებო კონფლიქტის“ შედეგად დაიღუპა. სააგენტო „ტასი“ სამართალდამცველი ორგანოების ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლებედევი ბოლო დროს ხშირად სვამდა.

დენის ლებედევი 2016 წლის ოქტომბერში გახდა კოლომნის მერი. მანამდე იგი მუშაობდა დაცვის კერძო სტრუქტურაში.