შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა

შინაგან საქმეთა სამინსიტრო ადასტურებს, მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის გადადგომას.

„ინტერპრესნიუსის" ცნობით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან იყო. მანამდე მას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.