„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც „ღირსების მარშის“ ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ კარვები გაშალეს. ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ და აცხადებენ, რომ 5 ივლისს მარშის ჩაშლას შეეცდებიან.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.