ძლიერმა ქარმა ახალსოფელში სახლებს სახურავები გადახადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 6 ივლისს ღამით ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებული და გაწყვეტილია ელექტროკაბელები, რის გამოც მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.

ანალოგიური მდგომარეობაა საგარეჯოშიც. წაქცეულია მრავალწლიანი ხეები. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამ დრომდე ელოდებიან ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას.