ოლიმპიური თამაშების წინ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ტოკიოში 12 ივლისს ახალი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, რადგან იაპონიაში იზრდება COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები.

თამაშების ორგანიზატორებმა გასულ კვირაში განაცხადეს, რომ მაყურებელი ფაქტობრივად არც ერთ ღონისძიებას არ დაესწრება. სპორტის უცხოელ გულშემატკივრებს მანამდე აუკრძალეს თამაშებზე დასწრება.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება, ტოკიოსთვის მეოთხე საგანგებო მდგომარეობა კი 22 აგვისტომდე იმოქმედებს.

პარალელურად, ავსტრიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში იწყება ხანგრძლივი ლოკდაუნი, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო. აშშ-ში კომპანია Pfizer-ი ამბობს, რომ 12 ივლისს აპირებს შეხვდეს ოფიციალურ პირებს და იმსჯელოს ვაქცინის მესამე დოზის შემოღებაზე. მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მესამე დოზის აუცილებლობა რეალისტურია.