ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმში ოპოზიციის აქციაზე

ბათუმში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, პოლიცია მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებდა.

აქციაზე დაკავებულია 4 პირი, მათ შორის ერთი უზენაესი საბჭოს დეპუტატია.

თბილისსა და რეგიონებში აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ იმართება, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი, ლექსო ლაშქარავა.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.