საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 34 979 ტესტი.
გასული 24 საათის განმავლობაში 361-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 5,17%,
- ბოლო 7 დღის - 4,86%
- ბოლო 14 დღის - 4,5%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 386 195 შემთხვევა. მათგან 363 318 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 538 ადამიანი. სულ აცრილია 335 295 პირი.