"აი ფაქტმა" გამოავლინა 26 მღვდელმსახური, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივ აქციას ესწრებოდნენ

"გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება" "აი ფაქტმა" 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე ფოტო და ვიდეომასალებში 26 მღვდელმსახური აღმოაჩინა.

"მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან", - ვკითხულობთ კვლევაში.

"აი ფაქტმა" 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე შენიშნა:

  1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
  6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
  7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი
  11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
  17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
  22. მამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტია. ერთ-ერთი ოპერატორი, TV პირველის თანამშრომელი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულებს შორის არაცერთი არაა სასულიერო პირი.