თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი. მან საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.
ფონ კრამონი, რომელიც კიევში იმყოფებოდა, თბილისს წუხელ ეწვია და აეროპორტი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
დღეს, ევროპარლამენტარმა ტვიტერის პირად გვერდზე გადაიტანა ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის კომენტარი, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მთავრობის პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის, და რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.
ასევე ნახეთ სენატორი რიში „ქართულ ოცნებაზე“ - მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებთ. ხალხი უკეთესს იმსახურებსევროპარლამენტარი ფონ კრამონი სენატორ რიშის შეფასებას ეთანხმება და თავად ამატებს, რომ სამწუხაროდ, იგივე ეხება უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და „ქართულ ოცნებას“ ანულირება გაუადვილა.
True. Unfortunately, the same is true for the biggest opposition party #UNM who hasn’t even started to sign the joint April 19th agreement. They made it easy for #GeorgianDream to annul their signature. Even more true: The people of #Georgia will suffer the most of the decisions. https://t.co/MVaNjGp5mx
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 29, 2021
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი აქტორებთან და მხარეებთან კონსულტაციებს გადის