საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 27 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 965 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3 196 შემთხვევა. მათგან 1 487 თბილისში. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 517 შემთხვევა აჭარაშია.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 7.62%;
- ბოლო 7 დღის - 7.35 %;
- ბოლო 14 დღის - 6.78 %.
ბოლო დღე-ღამეში 1 147-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 14 738 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 481 591 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 157 754.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 419 534 შემთხვევა. მათგან 382 393 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 820 ადამიანი.