აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) განაახლა ინფორმაცია კორონავირუსის „დელტა“ შტამის შესახებ: ის ძალზე გადამდებია და მისი გადადება შესაძლებელია აცრილი პირების მიერაც. ეს ინფორმაცია წუხელ გავრცელდა მედიაში.
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის“ მეთოდები სერიოზულად შეიცვალა: „დელტა“ შტამი ინფიცირების ხარისხით შეიძლება შევადაროთ ჩუტყვავილას, ის შეიძლება გავრცელდეს ვაქცინირებული პირების მიერ და შესაძლოა უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს კორონავირუსის წინა შტამებთან შედარებით. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იტყობინება.
აშშ-ში „დელტა“ შტამის სწრაფად გავრცელების საფრთხე ახალ მიდგომას ითხოვს საზოგადოების ინფორმირების საქმეში.
აუცრელ ადამიანებს სამჯერ მეტი შანსი აქვთ, დაავადდნენ „დელტა“ შტამით და ვაქცინირებულებთან შედარებით მათ შემთხვევაში 10-ზე უფრო მეტჯერ მაღალია COVID-19-ის გამო გართულებებისა და სიკვდილის ალბათობა.
СDC-ის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები შეიცვალა და ახლა აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ამ ახალი რისკების თაობაზე.
СDC-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს იმ დოკუმენტის სანდოობა, რომლის შესახებაც ადრე Washington Post-ი იტყობინებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აცრილ ადამიანებს შორის ნაკლებია ინფიცირების შანსები, თუკი მათ მაინც ემართებათ „დელტა“ ვარიანტი, მათ შორის ვირუსის შემდგომი გადაცემის ალბათობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აუცრელთა შორის, ნათქვამია დოკუმენტში.