ასლან ბჟანია ერთი ოკუპირებული რეგიონიდან მეორეში მიემგზავრება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმიდან ცხინვალში მიემგზავრება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასლან ბჟანია, რომლის „ოფიციალური ვიზიტი“ 6-9 აგვისტოს შედგება, მონაწილეობას მიიღებს „2008 წლის აგვისტოს მოვლენების მე-13 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში“ და მოლაპარაკებას გამართავს „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვთან.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა.