დისტანცია, პირბადე და იატაკის დეზინფექცია - ილია მეორემ ბრძანება გამოსცა

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ბრძანება გამოსცა.

„ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები“, - ვკითხულობთ პატრიარქის ბრძანებაში.

ასევე ნახეთ ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის

საქართველოს მასშტაბით 14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.