ჰაიტიში 1300-ს მიუახლოვდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, 1297-მდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია სულ მცირე 5700 ადამიანი.

14 აგვისტოს მომხდარმა 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია 1500-მდე შენობა და 5000-ზე მეტი დააზიანა.

გაერომ კვირას განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარების, დროებითი თავშესაფრის და სუფთა წყლით უზრუნველსაყოფად 8 მილიონი დოლარი გამოჰყო.