ვაქცინაზე რეგისტრაციისა და moh.gov.ge-ს სხვა საიტები შეფერხებით იმუშავებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ღამის 11 საათიდან და 24 აგვისტოს ვაქცინაციაზე რეგისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა ვებგვერდები შეფერხებით იმუშავებს. იგივე შეეხება moh.gov.ge-ს ყველა ელექტრონულ სისტემას.

„გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს 23:00 საათიდან 24 აგვისტოს 02:00 საათამდე წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი და ელექტრონული სისტემები (moh.gov.ge) იმუშავებს შეფერხებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.