კამალა ჰარისმა ჩინეთი აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ პეკინი დაშინებისა და იძულების ტაქტიკას იყენებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უკანონო მოთხოვნების გასამყარებლად.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთთან მეტოქეობას უწოდა საუკუნის „უდიდედსი გეოპოლიტიკური ტესტი“ . აშშ-მ სამხრეთ აზიაში არაერთი მაღალი რანგის ვიზიტი განახორციელა.

„ჩვენ ვიცით, რომ პეკინი აგრძელებს იძულებას, დაშინებას, და მოთხოვნებს აყენებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჰარისმა სინგაპურში.

ჩინეთი მოთხოვნებს აყენებს თითქმის მთელს რესურსებით მდიდარ ზღვაზე და განათავსებს სამხედრო შენაერთებს ხელოვნურ კუნძულებზე. პეკინმა უგულებელყო საერთაშორისო ტრიბუნალის 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩინეთის მოთხოვნები უსაფუძვლოა.