ბერლინში გაიხსნა WHO-გერმანიის ცენტრი, რომელიც მსოფლიოში შესაძლო პანდემიურ საფრთხეებს გამოიკვლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 სექტემბერს ბერლინში გახსნეს მსოფლიოში შესაძლო პანდემიური საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ახალი ცენტრი.

WHO-სა და გერმანიის ერთობლივი ორგანიზაცია, „პანდემიური და ეპიდემიური ინფორმაციის შეგროვების ცენტრი“, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს დიდი მოცულობის მონაცემთა შესასწავლად.

პრობლემების ამოსაცნობად ის შეაგროვებს ინფორმაციას ადამიანის დაავადებებისა და ქცევის ცვლილებების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და პოპულაციის ვარიაციაზე კლიმატური ცვლილებების გავლენის შესახებ.

ცენტრს, რომელიც ბერლინში იქნება განთავსებული, უხელმძღვანელებს გერმანიაში დაბადებული ნიგერიელი ეპიდემიოლოგი ჩიკვე იჰეკვეაზუ.

„COVID-19-ის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ მსოფლიოს საგრძნობი წინსვლა სჭირდება მონაცემთა ანალიზის საქმეში, რათა ლიდერებს დაეხმაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში,“ თქვა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა, რომელიც ბერლინში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა, მაისში, როცა გამოცხადდა ცენტრის შექმნის გეგმების შესახებ.