ლადო ბოჟაძე „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

ლადო ბოჟაძე

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მე-13 ნომრად წერია ლადო ბოჟაძე.

ის დღემდე არის ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე.

ასევე ნახეთ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა
ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები