კორონავირუსით 1 თვემდე ახალშობილი გარდაიცვალა

ფოტო არქივიდან

საქართველოში კორონავირუსით გუშინ, 3 სექტემბერს, საღამოს კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

"17 დღის გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან, უკვე მართვით სუნთქვაზე იყო, მძიმე მდგომარეობაში. მას ჰქონდა სეფსისი და გულის თანდაყოლილი მანკი. ერთი კვირის განმავლობაში იყო მართვით სუნთქვაზე, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა", - განცხადა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

ამ ეტაპზე კლინიკაში ​168 პაციენტია, საიდანაც 86 ბავშვია. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 ბავშვი რჩება.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 83 პაციენტი. ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი (86) გუშინ დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 562 627 შემთხვევა. მათგან 509 181 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7732 ადამიანი.