კახა კუჭავა: ვიხილავთ "ქუთაისის ტორპედოსაც", ალბათ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" ლიდერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ ქუთაისში თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქი უნდა შეიქმნას და გახდეს ახალგაზრდებისთვის ჰაბი. ამის შესახებ მან მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომელიც მოჰყვება ამ ქალაქის განვითარებას", - თქვა კუჭავამ.

კუჭავა ამბობს, რომ ამ 2 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" უალტერნატივოა და გაიმარჯვებს.

ასევე ნახეთ კუჭავა ზესტაფონის პოტენციალზე: მეტალურგიას, სოფლის მეურნეობას უნდა დავუმატოთ ყავის ინდუსტრიაც