კალაძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს

კახა კალაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. „ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს", - თქვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

შეკითხვაზე, რა მოხდება თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად ჩამოვა, კალაძემ უპასუხა: „სამართლიანობა აღსრულდება“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

როგორც ის ამბობს, გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ამას გააკეთებს სრულიად გახსნილად და შეგნებულად.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში