უნგრეთში და პოლონეთში კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ არსებული შეშფოთების გამო ევროკავშირში გაჭიანურდა ამ ქვეყნებისთვის პანდემიასთან დაკავშირებული მასტიმულირებელი გეგმის დამტკიცება, რაც დახმარების სახით ათობით მილიარდ ევროს გახდიდა ხელმისაწვდომს - ამბობს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.
დისკუსია პოლონეთის შემთხვევაში ეხება ევროკავშირის კანონის უზენაესობის საკითხს, უნგრეთის შემთხვევაში - ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს. ვითარებას ბლოკი სხვა წევრი ქვეყნები აანალიზებენ, სანამ ფინანსური გეგმა დამტკიცდება.
პოლონეთისთვის განკუთვნილი გეგმა ითვალისწინებს 29 მილიარდამდე ევროს გრანტების სახით და 14 მილიარდ ევროს შეღავათიანი სესხის სახით, უნგრეთისთვის - 8 მილიარდამდე ევროს გრანტის სახით. ფინანსური გეგმების ამოქმედების შეფერხებას სიბრაზით შეხვდა როგორც ვარშავა, ისე ბუდაპეშტი - ისინი ამ ნაბიჯს იდეოლოგიურად მოტივირებულად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდებიან პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო უნგრეთის შემთხვევაში მათ დაადგინეს გამოწვევები კანონის უზენაესობის კუთხით.