მწვერვალ უშბაზე ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ

სვანეთში, მწვერვალ უშბაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან მიაწოდეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკარგული ალპინისტები მოლდოველები არიან. უშბაზე მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ.