სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მათი მონაწილეები კი ან აცრილები უნდა იყვნენ, ან უნდა ჰქონდეთ 72-საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე ნახეთ 13 სექტემბრიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.

ასევე ნახეთ ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება