რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის ოლქში, რადარებიდან გაქრა ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.
„თვითმფრინავი ან-26 ასრულებდა ტექნიკურ ფრენას ხაბაროვსკიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ მოულოდნელად შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა და რადარებიდან გაუჩინარდა“, - განუცხადა წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში დაადასტურეს თვითმფრინავის დაკარგვა. იუწყებიან, რომ თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნილმა შვეულმფრენმა, ცუდი ამინდის გამო, ვერ შეძლო მისი პოვნა.
დაკარგული ან-26, წინასწარი ინფორმაციით, კომპანია „ზაფხულის სისტემებს და შემოწმებას“ ეკუთვნის.
ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი ამ ტიპის თვითმფრინავი წელს უკვე მეორედ გაუჩინარდა რუსეთის ტერიტორიაზე. შემთხვევა მოხდა კამჩატკაში, სადაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ან-26-ის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაბა პალანისკენ მიფრინავდა.
თვითმფრინავში 22 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.