მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქების ხმა ისმოდა

მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქების ხმა ისმოდა. დაზიანებულია შენობის მინები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს პრესსამსახურს სხვა ინფორმაცია არ აქვს.