ბერულავა და საფინა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ

ლუკა ბერულავა

ფიგურულ სრიალში ქართული წყვილი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიუახლოვდა.

კარინა საფინასა და ს დუეტმა, გერმანიის ქალაქ ობერსდორფში მიმდინარე საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირზე, მოკლე პროგრამაში 66,46 ქულა მოაგროვა, რაც თექვსმეტ სპორტულ წყვილს შორის საუკეთესო შედეგი იყო.

თავისუფალი პროგრამა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ობერსდორფის ტურნირზე, პეკინი-2022-ის საგზურს სამი საუკეთესო წყვილი მოიპოვებს.