კორძაიას ინფორმაციით, მარნეულში, საპირფარეშოში აღმოაჩინეს ბიულეტენები

თამარ კორძაია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ილაპარაკა.

კორძაიამ დაასახელა შემთხვევა, როდესაც მარნეულის #56 საარჩევნო უბანზე საპირფარეშოში აღმოაჩინეს უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტენები. დეპუტატის განცხადებით, ამ ბიულეტენებზე შემოხაზულია #5, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

თამარ კორძაიას შეფასებით, ბიულეტენების გატანა წარმოადგენს დანაშაულს და ამიტომ ის მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 84 საარჩევნო ოლქში 3 492 172-ია.

2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ (მერი) და წარმომადგენლობით (საკრებულო) ორგანოებს აირჩევს. ჯამში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

ასევე ნახეთ როგორი წესებით ვირჩევთ თვითმმართველობას - გადავხედოთ, რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში