რეანიმაციის სახეები

Your browser doesn’t support HTML5

ადვილი შესამჩნევია სოციალურ ქსელებში იმ ადამიანების აქტიურობა, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანეს კოვიდ ინფექცია, მოხვდნენ რეანიმაციაში, ებრძოდნენ სიკვდილს და გაიმარჯვეს. როგორც წესი, აცრის აუცილებლობაზე ყველაზე აქტიურად სწორედ ეს ხალხი მსჯელობს. ერთ-ერთი თამუნა თანდაშვილია - ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რეანიმაციაში გატარებული დღეები ფაქტობრივად დოკუმენტურ-მხატვრული პროზის სახით წარმოგვიდგინა, გვიამბო ადამიანებზე, რომლებმაც კოვიდს ბრძოლა მოუგეს და ასევე ადამიანებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ვირუსმა დაამარცხა.