ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.
30 წლის კაცი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკაში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა “გორმედის” ინფორმაციით, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პირი შეიყვანეს, ერთი გარდაიცვალა, დანარჩენ ორს კი, ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მანამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 18 წლის ბიჭიც. ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.