ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის ტურნირი გამარჯვებით გახსნა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, სასტარტო შეხვედრა მოიგო და მეორე წრეში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეხუთე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა შვიდი საფეხურით მაღლა მდგომი მეტოქე - ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა, ორსაათნახევრიან ბრძოლაში, ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3.

მეორე წრეში ბასილაშვილი სავარაუდოდ იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანია და ვენის ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში გამოდის. თუმცა ბერეტინის იქამდე პირველი წრის შეხვედრა აქვს მოსაგები, ავსტრალიის ნაკრების წევრ ალექსეი პოპირინთან.