სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც ის ამბობს, თუ საჭირო იქნება, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად, ვერტმფრენსაც გამოიყენებენ.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – თქვა ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ასევე ნახეთ ართმევენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას?29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. 1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად).
ასევე ნახეთ სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე გამოძიება დაიწყეს, საქმეში სააკაშვილი ფიგურირებსგამოძიების ვერსით, საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. როგორც სუს-ი აცხადებს, მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
ინფორმაცია სუს-მა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვის წინა დღეს გაავრცელა.