ლიანა ჯოჯუა UFC-ს ჩამოაშორეს. 26 წლის ქართველი მებრძოლის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯოჯუა ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბოლო შეხვედრაში ამერიკელ კორტნი ქეისისთან დამარცხდა.
ერთი უსიამოვნება ლიანას ამ ბრძოლის წინაც შეექმნა. ტრადიციული აწონისას, წონა ვერ ჩააბარა - დასაშვებ ლიმიტს კილოგრამზე მეტით გადაამეტა. მას ოქტაგონზე ასვლის უფლება მაინც მისცეს, მაგრამ მისაღები ჰონორარის ოცდაათ პროცენტზე უარის თქმა მოუწია.
ლიანა ჯოჯუა ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც UFC-ში იჩხუბა. სულ ოთხი ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.