ბულგარეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

რუმენ რადევი და ანასრა გერჯიკოვი

21 ნოემბერს ბულგარეთში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც გამარჯვებას ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, რუმენ რადევს უწინასწარმეტყველებენ. პირველი ტურის არჩევნებში რუმენ რადევს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, მის მთავარ კონკურენტ, სოფიის უნივერსიტეტის რექტორ, ანასტას გერჯიკოვს - 29%-მა.


ანალიტიკოსების თქმით მიუხედავად 58 წლის რადევის აშკარა უპირატესობისა, მეორე ტურში გამარჯვების შანსი აქვს გერჯიკოვსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია GERB-ი და მასთან კოალიციაში მყოფი ეთნიკური თურქების ( MRF) პარტია.
არჩევნების ფონია ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სადაც წელს მესამედ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის პარალელურად, 14 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.

ხელახალ არჩევნებში მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა ანტიკორუფციულმა პარტიამ „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს“, რომელიც სხვა ანტიკორუფციულ ფრაქციებთან და სოციალისტურ პარტიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას კოალიციური მთავრობის ფორმირების თაობაზე.