აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ბაზრისკენ მიმართავს ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნაწილს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ ზომამ შესაძლოა შეამციროს მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასები საშობაო არდადეგების წინა პერიოდში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ბაზარზე გაიტანს 50 მილიონ ბარელ ნავთობს. მაგრამ ამ ნაბიჯის ეფექტი შესაძლოა არ იყოს საკმარისი, ვინაიდან ნავთობი ბაზარზე, სავარაუდოდ, არაუადრეს დეკემბრის შუა რიცხვების ან ბოლოსთვის გამოჩნდება.
2019 წელს აშშ-ის შიდა დღიური მოხმარება 20,5 მილიონ ბარელს შეადგენდა, 2020 წელს კი - 18,1 მილიონ ბარელს. 2019 წლის მაჩვენებლებზე ძლიერ იმოქმედა COVID-19-ის პანდემიამ.
აშშ-ის მიერ ბაზარზე 50 მილიონი ბარელი ნავთობის გატანა დაგეგმილია ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში. ოფიციალური წყაროები მიიჩნევენ, რომ კოორდინირებულ ძალისხმევას შესაძლოა მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს გაზზე მსოფლიო ფასების შესამცირებლად.