ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე, მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა, რამაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯასთან ​ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.

ამავე ცნობით, უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იცავს, ხოლო აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ასრულებს. სტიქიის ზონაში იმყოფება წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.